Loading data...
ზელენსკის თქმით, მოსაზრება, რომ რუსეთი შესაძლოა, ტრამპის შიშის გამო უკრაინას თავს აღარ დაესხას, უსაფრთხოების საკმარისი გარანტია არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსაზრება, რომ რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შიშის გამო უკრაინაზე ახალი თავდასხმისგან თავი შეიკავოს, უსაფრთხოების საკმარისი გარანტია არ არის.

უკრაინის ლიდერის თქმით, შეხების ხაზზე საერთაშორისო პარტნიორების არყოფნა მორიგი შეჭრისგან რუსეთის შეკავებას ხელს ვერ შეუწყობს.

„რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ ისინი უკრაინას? თუ ჩვენი პარტნიორები არ იმყოფებიან შეხების ხაზზე, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები კიდევ ერთ შეტევას გარკვეული დროის შემდეგ? რატომ? უბრალოდ არ მესმის, რატომ. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს. რა შეაჩერებს მათ? რა?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აღარ გაბედავს, რადგან თეთრი სახლის ხელმძღვანელის მკაცრი რეაქციის ეშინია.

„მაგალითად, აშშ ამბობს: „პრეზიდენტი ტრამპი“. პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ორწელიწად-ნახევარი იქნება თანამდებობაზე და მერე რას ვაპირებთ?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.