Loading data...
ზელენსკის თქმით, მას არ სმენია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს ომის დასრულება 4 ივლისამდე სურს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთ-უკრაინის ომის 4 ივლისამდე დასრულება სურს და აღნიშნა, რომ მას მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენია.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის დელეგაციამ უკრაინასა და რუსეთთან სამმხრივ მოლაპარაკებებზე გააჟღერა ვაშინგტონის სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ომის სწრაფ დასრულებას მხარს უჭერს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევს.

„დღეს ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ევროკავშირთან მიმართებით დაჩქარებულ გზაზე და ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს ომის დასრულების თვალსაზრისით სწრაფ გზას. თუმცა იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სწრაფი გზა დაკავშირებული იყოს ჩვენი ტერიტორიების ნაწილის დათმობასთან და ა.შ.“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ომი 4 ივლისამდე, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავამდე დასრულდეს.