ტრამპს სურს, რომ ომი უკრაინაში 4 ივლისამდე დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ომი უკრაინაში 4 ივლისამდე დასრულდეს, როდესაც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღინიშნება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ამასთანავე, სააგენტო ევროპის მაღალჩინოსან პოლიტიკოსებზე და ნატოს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით ომის დასრულების არანაირი ნიშანი არ არსებობს და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მისი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ომის გაგრძელებას აპირებს.
ნატოს მაღალჩინოსნები ასევე წერენ, რომ რუსეთ-უკრაინულმა მოლაპარაკებებმა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული რამდენიმე „დედლაინი“ ისედაც გადაკვეთა და ახლო მომავალში შეთანხმების მიღწევის არანაირი ნიშანი არ არსებობს.
ერთ-ერთ საკვანძო საკითხად კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები რჩება. უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, ის აშშ-ის კონგრესის მიერ იყოს რატიფიცირებული.