Loading data...
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომი შესაძლოა, 2026 წლის პირველ ნახევარში დასრულდეს

უკრაინაში ომი შესაძლოა, 2026 წლის პირველ ნახევარში დასრულდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის თავმჯდომარეობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებებმა ახალ ეტაპს მიაღწია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებთან და „მსურველთა კოალიციის“ ყველა წევრთან ერთად. ჩვენ გვესმის, რომ ეს ომი შეიძლება [ევროკავშირის საბჭოში] თქვენი პრეზიდენტობის დროს დასრულდეს“, - აღნიშნა მან კვიპროსელებისთვის მიმართვისას.

ეს ნიშნავს, რომ საუბარია 2026 წლის პირველ ნახევარზე, რადგან კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.

მისი თქმით, ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში. მან დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ხელს უწყობს მის შესაძლებლობას, დაძლიოს მტერი.

„მზადდება ახალი პაკეტი, იდგმება მრავალი ნაბიჯი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის დარტყმების მისაყენებლად, რადგან ყოველ დოლარს, რომელსაც რუსეთი კარგავს, აგრესორის რანგში კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.