1769350766
უცხოეთი
ზელენსკის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 1700-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გამოიყენეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 1700-ზე მეტი დრონი, 1380 საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გამოიყენეს.
ზელენსკის თქმით, რუსების მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორია.
„რუსეთის მთავარი სამიზნეები ახლა ჩვენი ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობებია. სწორედ ამიტომ არის ყოველდღიურად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ვაგრძელებთ შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან თანამშრომლობას ჩვენი ცის უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.