1760188681
უცხოეთი
ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე იტყობინება.
„პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრება“, - აცხადებს ერმაკი.
ერმაკს ლიდერების საუბრის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავა.