ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა

პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის აგრესიის შეჩერების გზები და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
ზელენსკის თქმით, მან და ევროპელმა ლიდერებმა ტრამპთან ისაუბრეს „პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ წაიყვანონ სიტუაცია [რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ] რეალური მშვიდობისკენ“.
„განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზეწოლა, რათა ომის დასრულება იძულებით მოხდეს მკაცრი ზომების, განსაკუთრებით ეკონომიკური ზომების გამოყენებით. მშვიდობის გასაღები რუსეთის საომარი მანქანისთვის ფულის, რესურსების ჩამორთმევაა“, - დასძინა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ლიდერებმა „უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე“ ისაუბრეს.
„სანამ მშვიდობა არ დამყარდება, უკრაინელები არ უნდა იყვნენ რუსეთის მუდმივი თავდასხმების სამიზნე. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა არ უნდა შეიწირონ სიცოცხლე. უკრაინამ შეერთებულ შტატებს შესთავაზა, განიხილოს სპეციალური ფორმატი უკრაინის ცის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
A long and very detailed conversation with President Trump @POTUS. We spoke after today’s meeting of the Coalition of the Willing in Paris. European leaders also participated on the call.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 4, 2025
First and foremost, we talked about how to push the situation toward real peace. We… pic.twitter.com/J1qoYRho28