ზელენსკიმ ტრამპის გუნდთან რუსეთის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონტაქტის დამყარება ბრძანა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის დეტალების გასარკვევად თეთრი სახლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან კონტაქტის დამყარება ბრძანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გაარკვიოს, კონკრეტულად რაზეა საუბარი - „მოსკოვში აღლუმისთვის რამდენიმესაათიან უსაფრთხოების ზომებზე, თუ რაიმე უფრო მნიშვნელოვანზე“.
გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინული მხარე მზადაა, წარადგინოს საკუთარი წინადადებები.
„ჩვენი წინადადებაა ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსახლეობისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტირება და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. უკრაინა მზადაა, იმუშაოს ამ მიმართულებით ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ტრამპმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მან კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს „ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა“ შესთავაზა.
„მე შევთავაზე ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, მას ამის გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა ტრამპმა.
Доручив нашим представникам зв’язатись із командою Президента Сполучених Штатів і з’ясувати деталі російської пропозиції про короткострокову тишу. Україна прагне миру й забезпечує необхідну дипломатичну роботу для реального закінчення цієї війни. З’ясуємо, про що конкретно…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 30, 2026