1784184085
უცხოეთი
ზელენსკიმ რადას უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინის პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა წარუდგინა. ამ თანამდებობაზე ზელენსკიმ სერგეი კორეცკი წარადგინა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
14 ივლისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იულია სვირიდენკოს გადაყენებას. ეს ავტომატურად მთელი მთავრობის გადადგომას ნიშნავს.
ახალი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის დამტკიცებას უმაღლესი რადა 16 ივლისს გეგმავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ფიოდოროვის ცვლილება, რომლის პოსტსაც, სავარაუდოდ, იგორ კლიმენკო დაიკავებს. შს მინისტრის თანამდებობაზე კი, კლიმენკოს ნაცვლად, ივან ვიგოვსკი ინიშნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ანდრეი სიბიგა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს.