Loading data...
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას.

„ვფიქრობ, ირანში ხალხი დახმარებას ითხოვს ამჟამინდელი რეჟიმის შესაცვლელად, რომელსაც ღიად სურს სხვა ქვეყნებზე თავდასხმა და დიდ ზიანს აყენებს მათ. ეს რეჟიმი მრავალი წელია არსებობს. ადამიანებს უფლებები არ აქვთ. ადამიანები ქრებიან. ათასობით ადამიანს კლავენ და სიკვდილით სჯიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ოპერაციას, რომელიც „რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა ხალხის წინააღმდეგ“.

„ვიცი, რომ აშშ და ირანის რეჟიმი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები უკეთესია. ამის თქმა შემიძლია, რადგან ჩვენ ომში ვართ. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამჟამინდელი რეჟიმი გულწრფელად იზიარებს ამ იდეას“, - დასძინა ზელენსკიმ.