ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს ტრამპთან საუბრის შესახებ უამბო: „ეს იყო კარგი, პროდუქტიული საუბარი“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ უამბო. ამის შესახებ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს.
ზელენსკის და ტრამპს შორის საუბარი 7 ნოემბრის ღამეს შედგა.
„გუშინ პრეზიდენტ ტრამპს ველაპარაკე, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი. ეს იყო კარგი, პროდუქტიული საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მისი კონკრეტული ქმედებები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა გაძლიერდება“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ამერიკა სჭირდება ევროპას.
„ძლიერი ევროპა კი არის ის, რაც ამერიკას სჭირდება. ეს არის კავშირი მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა დავაფასოთ და არ დავკარგოთ“, - დასძინა მან.