ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩვენ უკვე გვქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი
უკრაინის მოქალაქეებს სურთ, ნახონ, როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები, რადგან 1990-იან წლებში ხელმოწერილმა ბუდაპეშტის მემორანდუმმა ვერ შეძლო რუსეთის შემოჭრის თავიდან აცილება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-სთან ინტერვიუში.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ბირთვული იარაღი და თვითმფრინავები დათმო, მაგრამ როდესაც რუსეთი თავს დაესხა, მისი დამოუკიდებლობა არავინ გადაარჩინა.
„ისინი არავის ენდობიან, რადგან ჩვენ გვქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი. ჩვენ უარი ვთქვით ბირთვულ იარაღზე, სხვა იარაღზე, ბევრ თვითმფრინავზე, ათობით თვითმფრინავზე. დიახ, ჩვენ ეს გადავეცით და მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი იქნებოდა და გვექნებოდა დამოუკიდებლობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს იარაღი არ გვაქვს და არც უსაფრთხოების გარანტიები გვაქვს, რადგან რუსეთი მოვიდა და არავინ შეუტია რუსეთს. არავინ გადაარჩინა ჩვენი დამოუკიდებლობა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია სამშვიდობო შეთანხმების დადებამდე უნდა გაფორმდეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ტერიტორიულ გაცვლას სთავაზობს.
„ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა მოამზადეს უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ მათ თქვეს: „ნახეთ, ჯერ ტერიტორიები გაცვალეთ, ან მსგავსი რამ და შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები“. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების გარანტიები პირველ ადგილზეა. მეორეც, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიებს დავთმობთ, რადგან ეს სხვადასხვა საკითხია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.