1757010642
უცხოეთი
ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტიების ცალკე პუნქტშია გათვალისწინებული

უკრაინის ევროკავშირში წევრობა უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი პუნქტია, ის ცალკე პუნქტად არის შეტანილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიებს შორის, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირის წევრობა, ჩვენთვის ეს არის აუცილებელი ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური. ამიტომ უსაფრთხოების გარანტიებისადმი ჩვენს მიდგომაში ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც ცალკე პუნქტად არის გამოტანილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.