Loading data...
ზელენსკი: უკრაინელების 90% ომის დროს არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების ჩასატარებლად ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში ომის დასრულება ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება, - ეს განცხადება მან Politico-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„ამისთვის უსაფრთხოება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, ანუ შესაძლოა არა ომის დასასრული, არამედ ცეცხლის შეწყვეტა ან უსაფრთხოების გარანტიები. ასეთ ვითარებაში კანონი უნდა შეიცვალოს, იმედი მაქვს, ჩვენს პარლამენტს ამის გაკეთება შეუძლია. თუმცა საინტერესოა, რომ უკრაინელების 90% არჩევნების წინააღმდეგია. თუ ვინმეს აინტერესებს, რას ფიქრობენ უკრაინელები, მაშინ 90% წინააღმდეგია, რადგან ესმით, რომ საშინელებაა - როგორ ჩავატაროთ არჩევნები ახლა, ომის დროს, დაბომბვის ქვეშ“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ძნელი გასაგები იყო, თუ როგორ მისცემდნენ ხმას სამხედროები და საზღვარგარეთ მყოფი 8 მილიონი უკრაინელი ომის დროს. მან უკრაინაში არჩევნების ჩატარება დაუშვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან 2-3-თვიან ზავზე შეთანხმდებოდა.