ზელენსკი: უკრაინამ იორდანიაში აშშ-ის ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა
უკრაინამ იორდანიაში ამერიკული ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა დახმარება უკრაინას ხუთშაბათს სთხოვა და უკრაინული გუნდი მეორე დღეს გაემგზავრა.
„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება. მე ვუთხარი: დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვგზავნით ჩვენს ექსპერტებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას და მის გუნდს ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იორდანიიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან დახმარება სთხოვეს.
ამავდროულად, უკრაინამ, ასევე, განაცხადა, რომ ის დახმარებას გაუწევდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვის დიპლომატიური მხარდაჭერის სანაცვლოდ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას რუსეთთან „ძალიან მჭიდრო ურთიერთობები“ აქვს.