Loading data...
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე: გუნდები მუშაობენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრაზე, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისაუბრა.

კერძოდ, რუბიომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრამპი შესაძლოა, მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს.

„ჩვენი გუნდები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შევძლოთ შეხვედრა“, - განაცხადა ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება.

ბოლოს ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს აგვისტოში შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა და ვლადიმერ პუტინმა პირველი მოლაპარაკებები ალასკაში გამართეს.