Loading data...
ზელენსკი „ტომაჰავკებზე“: ტრამპმა არ თქვა „დიახ“, მაგრამ არც „არა“ უთქვამს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მისმა ამერიკელმა კოლეგამ დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე „არა“ არ თქვა, მაგრამ არც „დიახ“ უთქვამს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის კვლავ იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„კარგია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ თქვა „არა“, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მან არც „დიახ“ თქვა“, - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებით შეიარაღებული უკრაინის არმია კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინში შიშს იწვევს.

„ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ აშშ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს მოგვაწვდის. და ვფიქრობ, მას მართლა ეშინია, რომ ჩვენ მათ გამოვიყენებთ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.