1766844893
უცხოეთი
ზელენსკი: ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს
„დღეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის არსებობს წითელი ხაზები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადაუჭრელი საკითხი იყოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დარწმუნებული ვარ, კომპრომისული წინადადებები არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „მტერსაც აქვს საკუთარი მიზნები, რაც უკრაინამ იცის“.
ზელენსკის თქმით, „ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იყოს. ეს კი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ზელენსკი.