1732881720
უცხოეთი
ზელენსკი შოლცს პუტინთან საუბრის შესახებ ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც კანცლერმა ზელენსკის კრემლის ლიდერთან საუბრის დეტალები გაუზიარა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მადლობა გადაუხადა შოლცს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის - Patriot-ი და IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებით.
„რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის პოზიციების გაძლიერება ყველა ფრონტზე გადამწყვეტია. კანცლერმა შოლცმა ასევე გააზიარა პუტინთან საუბრის დეტალები,“ - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებით, ნამდვილი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენებით.
ინფორმაციისთვის, 15 ნოემბრის შოლცისა და პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა.