1769893091
უცხოეთი
ზელენსკი: შემდგომ შეხვედრებთან დაკავშირებით აშშ-სგან კონკრეტულ ინფორმაციას ველით
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკული მხრიდან კონკრეტულ დეტალებს ელოდება მომდევნო შეხვედრებთან დაკავშირებით და მომავალ კვირას შეხვედრების გამართვის მოლოდინი აქვს.
ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ამერიკულ მხარესთან და მათგან მომავალ შეხვედრებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას ველით. უკრაინა მზადაა იმუშაოს ყველა სამუშაო ფორმატში. მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა და შეხვედრების ჩატარება. ჩვენ მომავალ კვირას შეხვედრებს ველით, ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას.