Loading data...
ზელენსკი: შემდეგი სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, აშშ-ში გაიმართოს

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ამერიკაში, შემდგომი შეხვედრები იგეგმება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ყველა სამუშაო ფორმატისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი დასრულდეს ისე, რომ რუსეთმა თავისი აგრესიისთვის რაიმე ჯილდო არ მიიღოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც აღადგენს და უზრუნველყოფს ნამდვილ უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ამაში გვიჭერს მხარს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.