Loading data...
ზელენსკი: სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ლონდონში უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით 23 აპრილს გაიმართება

უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ლონდონში უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების მონაწილეობით 23 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

„ოთხშაბათს [23 აპრილს] ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წისნვლა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომში რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

„აღდგომამ აჩვენა, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი სწორედ რუსეთის ქმედებებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.