1788201316
უცხოეთი
ზელენსკი: სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემები და რუსეთის მხრიდან სიგნალები მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„საჭიროა, რომ მოსკოვში, პუტინთან შესაბამისი განწყობა იყოს ომის დასრულების და არა ბრძოლის გაგრძელების სურვილი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, სადაზვერვო მონაცემები, როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების და ყველა სიგნალი რუსეთიდან მიუთითებს, რომ პირადად რუსეთის ლიდერს ჯერ კიდევ სურს ომი. მაშინაც კი, როცა მისი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თანახმა იქნებოდა, ომი შეჩერებულიყო შეხების ხაზზე“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.