1766347673
უცხოეთი
ზელენსკი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, ამიტომ შობის კვირაში პარტნიორებთან კონტაქტები იქნება
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის საზღვაო ლოგისტიკაზე წვდომის დაბლოკვას, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ყველამ უნდა დაინახოს: რუსეთზე ზეწოლის გარეშე ისინი რეალურად ვერ შეწყვეტენ აგრესიას.
„ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ამიტომ მომავალ კვირას, მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება შობის კვირა იქნება, როდესაც პოლიტიკური აქტივობა მთელ მსოფლიოში ჩაცხრება, ჩვენ მაინც ვიქნებით კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან, ყველასთან, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი ენერგიის, ჩვენი მდგრადობის დაცვაში, ყველასთან, ვინც რუსეთზე ზეწოლაზე მუშაობს, ყველასთან, ვინც ომის დასრულებას რეალობად აქცევს“, - დასძინა ზელენსკიმ.