Loading data...
ზელენსკი: რუსეთზე ზეწოლა ახლავე უნდა განვახორციელოთ ისე, რომ მომავალ წელს ომი აღარ იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სანქციები იმდენად უნდა იგრძნოს, რომ მომავალ წელს ომი აღარ იყოს. საღამოს მიმართვაში მან აგრესორ ქვეყანაზე სანქციებით ზეწოლის ეფექტურობის ანალიზზე ისაუბრა, იუწყება UNIAN

„იყო მნიშვნელოვანი სადაზვერვო მოხსენებები. საგარეო დაზვერვის სამსახური: რუსეთის და რუსეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობის შესახებ. მტრის დანაკარგები - ეკონომიკური დანაკარგები - ნამდვილად ხელშესახებია. ისინი კიდევ უფრო ხელშესახები იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება. ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც რუსეთზე ზეწოლა უნდა განვახორციელოთ ისე, რომ მომავალ წელს ომი აღარ იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მისი აზრით, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამას ვერ გაუძლებენ; სანქციებმა რუსეთს პოტენციალი ნამდვილად უნდა წაართვას.

„ასევე მქონდა საუბარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან. ჩვენს დიპლომატიას ასევე აქვს ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი: ამ დღეებში ბევრი კომუნიკაციაა პარტნიორებთან. მე დავავალე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, უფრო აქტიურად მოიზიდოს გარე დაფინანსება დრონებისთვის. ასევე, დავავალე ოფიციალურ პირებს და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, უფრო აქტიურად შეამოწმონ პარტნიორებთან არსებული ყველა შეთანხმება - ის, რაც ასი პროცენტით უნდა შესრულდეს, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, სრულად არ ხორციელდება“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.