1774383943
უცხოეთი
ზელენსკი: რუსეთს მშვიდობისკენ სვლა არ სურს, რეალური პროგრესი ჯერ არ არის
„რუსეთს მშვიდობისკენ სვლა არ სურს, რეალური პროგრესი ჯერ არ არის“, - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდის ანგარიში იყო, რომელიც აშშ-დან დაბრუნდა. რეალური მოძრაობა ჯერ, სამწუხაროდ, არ არის, რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინელებმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროპელებმა და სხვა გლობალურმა სუბიექტებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა რუსები ნამდვილად და გულწრფელად დაინტერესდნენ დიპლომატიით.
„არა ისე, რომ უბრალოდ ნავთობით იშოვონ მეტი ფული და მეტი დრო მოიგონ შემდგომი თავდასხმებისთვისა და აგრესიებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „მშვიდობა მდგრადი უნდა იყოს“.