Loading data...
ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე: ჩვენ უნდა შევქმნათ ეფექტური საჰაერო ფარი ევროპის თავზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. 

გარდა ამისა, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს,  იტალიის პრემიერ-მინისტრს და ნატოს გენერალურ მდივანს.

ზელენსკის თქმით, ლიდერებთან საუბრის თემა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. 

„რუსეთის ამ თავხედურ საქციელს რამდენიმე მიზეზი აქვს და ისინი ყველასთვის აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და შევქმნათ ეფექტური საჰაერო ფარი ევროპის თავზე. უკრაინა, დიდი ხანია, ამას სთავაზობს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

შევთავაზე პოლონურ მხარეს ჩვენი დახმარება რუსული დრონების, კერძოდ, „შაჰედების“ განადგურების სწავლებასა და პერსონალის მომზადებაში. შევთანხმდით დონალდთან შესაბამის თანამშრომლობაზე სამხედროების დონეზე. ასევე, კოორდინაციაში ვიქნებით ნატოს წევრ ყველა ქვეყანასთან“, – აცხადებს ზელენსკი.