ზელენსკი: რუსეთი მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
„გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად რთული იყო და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი ცდილობს გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომლებიც შესაძლოა, უკვე დასკვნით ეტაპზე ყოფილიყო“, - აღნიშნა ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკულ დელეგაციას დეტალებისადმი ყურადღებისა და „რუსეთის ამჟამინდელ წარმომადგენლებთან საუბრებში გამოჩენილი მოთმინებისთვის“.
მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას კრემლის ლიდერის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციისთვის, ჟენევაში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
„მოლაპარაკებები რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, - განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა.
მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უძღვებოდნენ.