1750603518
უცხოეთი
ზელენსკი: რუსეთი ევროპაში ახალი სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ევროპაში ახალი სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მოხსენების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის დაზვერვას აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სანქციები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას თავის პარტნიორებს გააცნობს და ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ იმუშავებენ.