Loading data...
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიშისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე დღეს ღამით მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან დუბლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად უტევს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კი რუსები მიმართავენ მასშტაბურ დარტყმებს ასობით დრონისა და სხვადასხვა ტიპის ათობით რაკეტის გაშვებით.

„დღეს ძალიან უსიამოვნო ინფორმაციაა, რუსეთის მორიგი ასეთი მასშტაბური დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს დაზვერვის მონაცემები“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და მოუწოდა, საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელ სიგნალებს ყურადღება მიაქციონ. 

გამოიყენეთ თავშესაფრები და ყურადღება მიაქციეთ უკრაინაში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელ სიგნალებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.