Loading data...
ზელენსკი: რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩიეს

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

მისი თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყნის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა.  რუსეთის მიერ ქვეყნის მასშტაბით ასობით დრონისა და რაკეტის გაშვების შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40 დაშავდა.

„რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, რამაც ცაში სიჩუმე სააღდგომო ესკალაციად აქცია“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი დათანხმდება, და ეს შეტყობინება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს სატელეფონო საუბრისას გადაეცათ.