Loading data...
ზელენსკი: რუსებმა 800-ზე მეტი დრონი და 13 რაკეტა გამოიყენეს, ეს არის შეგნებული დანაშაული ომის გასაჭიანურებლად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა. 

„ასეთი მკვლელობები ახლა, როცა დიდი ხანია, შეიძლებოდა დაწყებულიყო რეალური დიპლომატია, არის შეგნებული დანაშაული ომის გასაჭიანურებლად. ვაშინგტონში არაერთხელ ითქვა, რომ საუბარზე უარის შემთხვევაში სანქციები იქნება. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაზეც პარიზში შევთანხმდით“, – აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 800-ზე მეტი დრონი და 13 რაკეტა გამოიყენეს, რომელთაგან ოთხი ბალისტიკურია. 

ინფორმაციისთვის, 7 სექტემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში დრონებითა და რაკეტებით მიიტანეს.