Loading data...
ზელენსკი: პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხების მოგვარება რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი შეხვედრის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხურ გამოცემა iRozhlas-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხების მხოლოდ ტექნიკური ჯგუფებით გადაწყვეტა შეუძლებელია.

„უკრაინა ღიაა რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრებისთვის. გვსურს, ევროპა გარკვეულ ეტაპზე ესწრებოდეს ამ მოლაპარაკებებს, ვინაიდან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობა და „მსურველთა კოალიციაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.