ზელენსკი პუტინს სთავაზობს, რომ მას კიევში შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, რომ კიევში ჩავიდეს და იქ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკება გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
5 სექტემბერს ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია. მან ზელენსკის მოსკოვში ჩასვლის შემთხვევაში უსაფრთხოების 100%-იანი გარანტიები მისცა.
„მას, ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიევში ჩავიდეს. მე კი მოსკოვში ვერ წავალ, როდესაც ჩემს ქვეყანას ყოველდღე რაკეტებს ესვრიან. მე ტერორისტის დედაქალაქში ვერ წავალ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პუტინს არც მასთან შეხვედრა და არც უკრაინაში ომის დასრულება სურს. ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი „აშშ-ს თამაშს ეთამაშება“.