Loading data...
ზელენსკი: პუტინმა მოახერხა ზოგიერთი ევროპელი ლიდერის დაშინება, რომ მათ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე უარი ეთქვათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცეში დრონებისა და ავიაგამანადგურებლების გაშვების მიზანმიმართულმა კამპანიამ გაამართლა. როგორც ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, ამით ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შეშინდა, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაეგზავნა.

კერძოდ, ზელენსკის თქმით, პუტინი ევროპის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დაშინების კამპანიას აწარმოებს ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში დრონებისა და ავიაგამანადგურებლების ბოლოდროინდელი შეჭრით.

„ვფიქრობ, მან ისინი შეაშინა. ეს იყო მისი მიზანი. და მან ამას მიაღწია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ეჭვგარეშეა, რომ ეს ფსიქოლოგიური დაშინება იყო“.