Loading data...
ზელენსკი: პრეზიდენტ ტრამპთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად სატელეფონო საუბრისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობა განიხილა. 

„ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. მე პრეზიდენტ ტრამპს ვაცნობე რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ. ვაფასებ მის მზადყოფნას, რომ დაგვეხმაროს. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ამის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ“, - აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები მზად უნდა იყვნენ რეალური დიპლომატიისთვის. 

„ამის მიღწევა ძალის მეშვეობით შეიძლება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.