Loading data...
ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა.

ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი რომში უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის.

ამავე ცნობით, დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა იტალიელ კოლეგა სერჯო მატარელასთან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ზელენსკი ბერლინში იმყოფებოდა, სადაც გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს შეხვდა. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ასევე ეწვია ნორვეგიას, სადაც ქვეყნები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.