Loading data...
ზელენსკი: ომის შესაჩერებლად პუტინისთვის უკრაინის მიწების გადაცემა გამოსავალი არ არის და არც მოხდება

უკრაინა ომის დასრულების მიზნით რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა. ეს არანაირად არ შეაჩერებს ვლადიმერ პუტინს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები სინამდვილეში მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიებია.

„როდესაც ჩვენ უკრაინაში ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ეს მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიებია. ეს უკვე აშკარაა“, - აღნიშნა მან.

მან მოუწოდა მოკავშირეებს ჩინეთზე გავლენის მოხდენის მექანიზმების მოძიებისკენ, რათა პეკინმა რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს ომის დასასრულებლად.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ჩინეთზე გავლენა მოვახდინოთ, რათა მათ რუსეთზე თავიანთი გავლენა გამოიყენონ ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.