1776442489
უცხოეთი
ზელენსკი მზად არის პუტინს თურქეთში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და, შესაძლოა, დონალდ ტრამპის მონაწილეობით გაიმართოს.
„ჩვენ ეს გზავნილი ცოტა ხნის წინ გადავეცით ჩვენს თურქ პარტნიორებს“, - აღნიშნა სიბიგამ.
ინფორმაციისთვის, 12 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა მხოლოდ მოსკოვში შეიძლება გაიმართოს.