„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე.
„დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ ვისწავლეთ, რასაც ვერასოდეს გავიგებდით, რომ არ გვესაუბრა ასეთი ცეცხლისა და წნეხის ქვეშ. საოცარია, რა შეიძლება მოხდეს ემოციების მეშვეობით და მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩაერთვება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს.
მე არ მჭირდება უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სანუკვარ ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან კამათი მოუვიდა.