Loading data...
ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში მიწვევაზე - პუტინს კიევში ვეპატიჟები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში მიწვევაზე კრემლში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მისივე თქმით, უკრაინას სურს ომის რეალურ დასრულებაზე კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევა, შეხვედრა, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული, არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.

„მაგრამ თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია, რა ხდება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ლიდერების შეხვედრის ნებისმიერი რეალისტური ფორმატი მისაღები იქნება. 

კრემლის ლიდერის პრესმდივნის  დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას მოსკოვში სთავაზობს.