ზელენსკი მაკრონს: მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ვერავის მოტყუება ვეღარ შეძლონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა თავის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან, რა დროსაც ხაზი გაუსვა უკრაინაში „რეალური მშვიდობის“ მიღწევის აუცილებლობას. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
გამოცემის ცნობით, მაკრონთან საუბრისას ზელენსკიმ მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „დიპლომატიური ვითარება“ განიხილა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინა, საფრანგეთი და სხვა პარტნიორები მზად არიან, „რეალური მშვიდობისთვის რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაონ“.
„მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ვერავის მოტყუება ვეღარ შეძლონ. ყველას გვჭირდება ომის რეალური დასრულება და უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის საიმედო უსაფრთხოების საფუძვლების შექმნა“, - დაასკვნა ზელენსკიმ.
I spoke with President of France @EmmanuelMacron. I am grateful for the support. We exchanged views on the diplomatic situation.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 9, 2025
Ukraine, France, and all our partners are ready to work as productively as possible for the sake of real peace. It is truly important that the…