1769355829
უცხოეთი
ზელენსკი: ლუკაშენკოს შპიცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბელორუსი იძულებულია არსებობდეს, როგორც რუსეთის გენერალური გუბერნია, სადაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს თეთრ შპიცს მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს“.
მისივე თქმით, ბელარუსში 2020 წელს მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები ევროპის მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებდა.
„სამწუხაროდ, ლუკაშენკოს თეთრ შპიცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს. 2020 წელს ამის შეცვლის შანსი იყო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი შანსი იქნება. მაშინ ბელორუსებისთვის საკმარისი მხარდაჭერა არ იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დრო არ დაკარგოს.