Loading data...
ზელენსკი: კით კელოგი Patriot სისტემაზე უკეთესი საჰაერო თავდაცვაა, მზად ვარ, მას უკრაინის მოქალაქეობა მივანიჭო

კით კელოგი Patriot სისტემაზე უკეთესი საჰაერო თავდაცვაა, მზად ვარ მას უკრაინის მოქალაქეობა მივანიჭო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ეს აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც Patriot-ს არ ჩამოუვარდება. ამას ამბობენ გენერალო, ყოველ ჯერზე, როდესაც აქ ხართ. როდესაც კიევში ხარ კით კელოგ, კიეველებს ნამდვილად შეუძლიათ ცოტათი გამოიძინო. მინდა, რომ უკრაინის ყველა ქალაქში იმოგზაუროთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ეს ხუმრობა არ არის, რადგან როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი კიევში იმყოფება, რუსები უკრაინაზე მასშტაბურ დარტყმებს არ ახორციელებენ, კერძოდ, ისინი უკრაინის დედაქალაქს არ ურტყამენ.

„მზად ვარ გენერალ კელოგს მოქალაქეობა მივანიჭო. ყველაფერი, რაც საჭიროა - ბინა, ყველაფერი, რაც საჭიროა“, - დასძინა ზელენსკიმ.