Loading data...
ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებები „უახლოეს კვირებში“ ევროპის მონაწილეობით განახლდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან „კარგი კონტაქტები“ შედგა, რის საფუძველზეც მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპელების შესაძლო მონაწილეობით განახლდება.

„ჩვენს გუნდს კარგი კონტაქტები ჰქონდა ამერიკულ მხარესთან - როგორც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ასევე რუსეთთან დიპლომატიის საკითხებში. თუ უახლოეს კვირებში შევძლებთ, დავუბრუნდეთ არსებითი სამმხრივ კომუნიკაციას და თუ ევროპელების ჩართვას შევძლებთ, ეს სწორი შედეგი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

„მოველი, რომ ჩვენი პარტნიორებიც მზად იქნებიან და რუსები არ დაიმალებიან“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.