1795755913
უცხოეთი
ზელენსკი: გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები მორიგ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური იერიშისთვის ემზადება.
ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს.
„სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები მორიგ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ. უახლოეს დღეებში ყურადღება მიაქციეთ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს. დაე, რუსეთმა იცოდეს: ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც ჩვენია და რუსეთის თითოეულ დარტყმას პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რთული ვითარებაა დნეპროპეტროვსკში, ხარკოვის, ოდესის, სუმის, დონეცკის, ნიკოლაევისა და უკრაინის სხვა დანარჩენ რეგიონებში.