ზელენსკი: ევროკავშირის დაფინანსების გარეშე, უკრაინა გაზაფხულზე დრონების წარმოებას მნიშვნელოვნად შეამცირებს
უკრაინას დრონების წარმოების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, თუ კიევი გაზაფხულზე ევროკავშირისგან დაფინანსებას არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ უკრაინა გაზაფხულზე არ მიიღებს შესაბამის ტრანშს, რომელსაც, მშვიდობის შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად გამოიყენებს და რომელსაც, ომის გაგრძელების შემთხვევაში, შემდეგი პრიორიტეტებისთვის, პირველ რიგში, დრონების წარმოებისთვის გამოიყენებს, მაშინ უკრაინაში დრონების წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა იძულებული იქნება, მნიშვნელოვნად შეამციროს იაფი საბრძოლო დრონების წარმოება. ასევე, შემცირდება უკრაინის შორი მანძილის შესაძლებლობები.
„თუკი დღეს ვიყენებთ ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ისინი ჩვენი მხრიდან ისევე კარგად მუშაობენ, როგორც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციების პაკეტები, ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთის ენერგორესურსების შესამცირებლად. ეს ყველაფერი უბრალოდ არ მოხდება“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.