1764003761
უცხოეთი
ზელენსკი და ტრამპი ამ კვირაში შეხვედრას არ გეგმავენ - უკრაინული მედია
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით აშშ-ის მიერ შემუშავებული „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად ამ კვირაში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრები არ იგეგმება. ამის შესახებ უკრაინული მედია Suspilne თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მედიაში გაჟონვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი და ტრამპი გეგმას ამ კვირაში განიხილავდნენ, რადგან ტრამპი უკრაინის თანხმობას 27 ნოემბრისთვის ელოდა.
Suspilne-ის წყაროების ცნობით, ამ კვირაში პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გეგმის პროექტზე მოლაპარაკებები ჟენევაში შაბათ-კვირას გამართეს, რის შემდეგაც დოკუმენტში უკრაინის სასარგებლოდ ცვლილებები შევიდა.