Loading data...
ზელენსკი: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავაჩქაროთ უკრაინული ბალისტიკის შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შტაბის სხდომის დროს დეტალურად განიხილეს უკრაინის სარაკეტო პროგრამა და დაისახა ამოცანა, რაც შეიძლება დაჩქარდეს უკრაინული ბალისტიკური იარაღის შექმნა.

„გაიმართა შტაბის სხდომა. იყო ცნობები ჩვენი ბრიგადების უზრუნველყოფის, დანაყოფების დაკომპლექტების შესახებ. ასევე - ძალიან დეტალურად უკრაინის სარაკეტო პროგრამის, ჩვენი რაკეტების შემუშავებისა და წარმოების შესახებ. ამოცანაა, რაც შეიძლება დაჩქარდეს უკრაინული ბალისტიკის შექმნა. ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობები უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ასევე გამართა შეხვედრა ქვეყნის სამხედრო ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, უკრაინულ F-16-ებთან დაკავშირებით. თვითმფრინავები, რომლებიც უკვე უკრაინაშია. თვითმფრინავები, რომლებიც მალე უკრაინაში იქნებიან. გრძელვადიანი მიწოდება. იყო საკადრო გადაწყვეტილებები, რათა სამხედრო ავიაციის მენეჯმენტი გაძლიერებულიყო. ეს გადაწყვეტილება მიიღება როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე გენერალურ შტაბში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან კარგი შედეგებია და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.