ზელენსკი: ჩვენ ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც რუსეთს ომის დასრულებას ვაიძულებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთს ომის იძულებით შეჩერება მოუწევს. მთავარი ფაქტორები რუსეთში ოპერაციები და შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთიანობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც შეგვიძლია ვაიძულოთ რუსეთი, დაასრულოს ომი. ყოველ შემთხვევაში, შევაჩეროთ ის. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ მსგავსი შემთხვევები იქნება „შაჰედების“ 20 ათასი რაკეტის შემთხვევაში, რომლებიც აშშ-მა ახლო აღმოსავლეთს გადასცა უკრაინისთვის გადაცემის ნაცვლად, მაშინ ჩვენი სახელმწიფო საკუთარ ძალებს დაეყრდნობა.
„ჩვენი ოპერაცია „აბლაბუდა“... მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] განრისხებულები არიან, მათ ყველაფერი ესმით - რომ თუ იქნება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა 20 000 რაკეტის გაშვება, მაშინ ჩვენ საკუთარ ძალას დავეყრდნობით... ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ, თუ ეს ერთადერთი გამოსავალია“, - აცხადებს უკრაინის ლიდერი.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს ომის დასრულება, მაგრამ ამის გაკეთება პარტნიორების ზეწოლის გამო შეუძლია. ამიტომ, უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების დახმარება.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების ძლიერი დახმარება. შეერთებულ შტატებს სჭირდება ერთიანობა ევროპასთან და მან ზეწოლა უნდა მოახდინოს პუტინზე. მას არ სურს ომის დასრულება, მაგრამ მას შეუძლია ომის დასრულება პარტნიორების ზეწოლით. ჩემი აზრით, ეს შანსს იძლევა“, - დასძინა ზელენსკიმ.